ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილი მარკო რუბიოს კანდიდატურას. 2011 წლიდან რუბიო ფლორიდის შტატის სენატორი იყო.
სენატში კენჭისყრა ჩატარდა 20 იანვარს, ტრამპის ინაუგურაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
100-წევრიან სენატში, რომლის უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, რუბიოს კანდიდატურა 99 ხმით დაამტკიცეს. მარკო რუბიოს მხარდაჭერა გამოუცხადეს დემოკრატებმაც.
53 წლის მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის თანამდებობაზე ოფიციალურად დამტკიცებული პირველი მაღალჩინოსანია.
ასევე ნახეთ მარკო რუბიო: ომის დასრულებისთვის უკრაინასაც და რუსეთსაც მოუწევთ დათმობა ასევე ნახეთ ივანიშვილის გარემოცვა, თურნავა, „რიჟა“, სხვა ბიზნესმენები - ვისი სია გაუგზავნეს მარკო რუბიოს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს