"ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობას საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე, მომიტინგეებზე, ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერებზე, მათ შორის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე.
"ქართული ოცნების" მჩაგვრელი ტაქტიკა ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს", - დაწერა მილერმა პლატფორმა X-ზე.
14 იანვარს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრს, გიორგი გახარიას. ბათუმის კლინიკის ექიმის, თაკო შანთაძის განცხადებით, გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
ასევე ნახეთ PACE-ს დელეგაცია შინ ეწვია გახარიას, რომელსაც ორი დღის წინ თავს დაესხნენ ასევე ნახეთ მდინარაძე: გახარია უნდა დაფიქრდეს, ხომ არ იყო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა50-ე დღეა იმართება ყოველდღიური აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. უწყვეტი აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების საკითხს დღის წესრიგში აღარ დააყენებს.
აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პროევროპულ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება.