„შემთხვევის ადგილას სამართალდამცველების დიდი რაოდენობა იმყოფებოდა და თუ ვინმეს მოწმის სტატუსი აქვს, შეუძლებელია, ობიექტურად, მზია ამაღლობელმა ზემოქმედება იქონიოს მათზე...
მზიას ქმედება კი ვერ შეფასდება თავდასხმად. მიუხედავად ამისა, ბრალდების ეს ვერსიაც სასამართლომ დასაბუთების გარეშე გაიზიარა“, - განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა „წინასწარი პატიმრობის“ შესახებ საუბრის დროს.
სახალხო დამცველის პრესსამსახური იუწყება, რომ მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების შესახებ მოსაზრება წარუდგინეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს:
„დოკუმენტში საუბარია აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის დასაბუთების ხარვეზებზე და უფლებრივი სტანდარტების ანალიზის ფონზე, განხილულია, რომ დაუშვებელია მხოლოდ აბსტრაქტულ და პოტენციურ საფრთხეებზე დაყრდნობით პირისთვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა“.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ედავებიან ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას და ამისთვის პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი).
14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა.
ასევე ნახეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორს „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდესაშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს: „მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.
მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურა Women Press Freedom-ი. ორგანიზაცია პლატფორმა X-ზე წერს, რომ ნოემბრის აქციების შემდეგ პოლიციის მხრიდან ათობით ჟურნალისტი ქალი შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა.
ასევე ნახეთ რა ვიცით მოსამართლეზე, რომელმაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორს პატიმრობა შეუფარდა„ამაღლობელი და მისი კოლეგები აშუქებდნენ, როგორ უსამართლოდ აკავებდა [დემონსტრანტებს] ბათუმის პოლიცია. ვითხოვთ, მოეხსნათ ბრალი და შეწყდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა საქართველოში“, - წერია განცხადებაში.
50-ე დღეა, საქართველოში გრძელდება პროევროპული აქციები. ამ აქციებზე პოლიციამ იძალადა ათეულობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე. მათ შორის არაერთს მძიმე დაზიანებების გამო კლინიკაში დასჭირდა გადაყვანა.