მან გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, პოლიციელისთვის სილის გაწვნისთვის დაკავებული ჟურნალისტის მხრიდან „მომეტებულია ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების“ საფრთხე.
ნინო სახელაშვილი 35 წლისაა. ის ქუთაისში დაიბადა. ამავე ქალაქში დაამთავრა სკოლა.
2010 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, 2012 წლიდან კი - ამავე უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერიის მაგისტრატურა. ორივე შემთხვევაში - სამართლის მიმართულება. ეს ინფორმაციაა განთავსებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, სადაც მოსამართლეთა ბიოგრაფიული მონაცემებია გამოქვეყნებული.
ნინო სახელაშვილის სამოსამართლეო კარიერა 2022 წლის აპრილიდან იწყება. ამ დროიდან მუშაობს იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სასამართლო სისტემაში ის 2011 წლიდანაა - სხვადასხვა დროს იყო სტაჟიორი, სხდომის მდივანი, მოსამართლის თანაშემწე.