ჯაჭვაძე ჭიჭინაძესთან ერთად კიდევ 10 ბრალდებულის საქმეს განიხილავს - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს თუ არა მათ პატიმრობაში.
ასევე ნახეთ პროევროპულ აქციებზე დაკავებულების საქმის მოსამართლემ თავისი აცილების საკითხი არ დააკმაყოფილამსახიობმა თავი შეადარა მწერლის, ფრანც კაფკას პერსონაჟს, რომელსაც სასამართლო პროცესი აქვს და არ იცის, რა ხდება მის თავს.
„ეს რომანი არის გაურკვევლობაზე. წიგნი აბსურდზე, ამ გაურკვევლობის შეგრძნებაზე. სულ ვფიქრობდი, რომ ეს შეგრძნება პრაქტიკაში გაცოცხლდეს-მეთქი. რაღაცნაირად მოხერხდა და უცნაურია, ერთი მხრივ და მეორე მხრივ - საინტერესო“, - მიმართა მან მოსამართლეს და ბოლოს დასძინა: „ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს“.
ასევე ნახეთ ადვოკატი: ანდრო ჭიჭინაძემ პოლიციელს ნასროლი ბოთლი უკან დაუბრუნა, რომელ დაზიანებაზეა საუბარი?! ასევე ნახეთ რევაზ კიკნაძე მოსამართლეს: მიმალვის საფრთხეო! ვის უნდა დავემალო?! ყველას ვეტყოდი, აი, ეს მე ვარ! ასევე ნახეთ ონისე ცხადაძე: ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთოდღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 44 ადამიანიდან 11-ის (ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი სივაკოვისა და ირაკლი ქერაშვილის) აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს მათ პატიმრობაში თუ გაათავისუფლებს. მათი საქმის არსებითი განხილვის დაწყება, პროკურატურის შუამდგომლობით, 5 მარტამდე გადაიდო.
უკვე თვეზე მეტია, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
პოლიციამ პროევროპულ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დააკავა 500-მდე ადამიანი, სისხლის სამართლის წესით კი - 44. აქციების პერიოდში „ქართული ოცნების“ პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობენ არც ოპოზიციური პარტიები, არც მეხუთე პრეზიდენტი და არც სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, დემონსტრანტების წინააღმდეგ კანონები გაამკაცრა.