აზერბაიჯანმა რუსეთის მოქალაქეებს გაუმკაცრა საემიგრაციო წესები

აზერბაიჯანმა საემიგრაციო წესები გაუმკაცრა რუსეთის მოქალაქეებს. 2024 წლის 29 დეკემბერი

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საემიგრაციო წესები გაამკაცრა რუსეთის მოქალაქეებისთვის და რუსეთში მუდმივად მცხოვრები, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის. მათთვის იზღუდება აზერბაიჯანში უვიზოდ ყოფნის მაქსიმალური ვადა. ახალი წესებით, ეს ვადა წელიწადში 90 დღით განისაზღვრა. მთავრობის გადაწყვეტილება 29 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ახალი წესები 2025 წლიდან ამოქმედდება. მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ბაქო სარკის პრინციპით მიიღებდა ზომებს, პასუხად უცხოელების რუსეთში უვიზოდ ყოფნის მოთხოვნების გამკაცრებისა, რის შემდეგაც ვადა ასევე 90 დღით განისაზღვრა.

ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს აზერბაიჯანში უვიზოდ ყოფნა შეუძლიათ ქვეყანაში შესვლიდან 90 დღის განმავლობაში. ეს შესაძლებელს ხდის დღეების "განულებას", საზღვრის გადალახვის და დაუყოვნებლივ უკან დაბრუნების გზით. იანვრიდან ეს მეთოდი აღარ იმუშავებს.

წესების გამკაცრება მოჰყვა 25 დეკემბერს აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფას. ხომალდი ასრულებდა ბაქო-გროზნოს მარშრუტს, ბორტზე იმყოფებოდა 67 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის ხუთი წევრი, დაღუპულია - 38 . ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი მოხვდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ცეცხლის ქვეშ მაშინ, როცა უკრაინის დრონები ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ახორციელებდნენ იერიშს.

ასევე ნახეთ ალიევი: აქთაუში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი განუზრახველად ჩამოაგდო რუსეთმა