აშშ-მა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი, ევროპამ უნდა მიბაძოს მათ - რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ეხმაურება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და აცხადებს, რომ ახლა უკვე ევროკავშირმაც უნდა მიბაძოს აშშ-ს.

მან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს თბილისში ჩასვლისკენ მოუწოდა.

"როგორც იქნა, აშშ-მა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი. ევროპამ უნდა მიბაძოს მათ. წევრი სახელმწიფოების ძვირფასო ლიდერებო, ძვირფასო კაია კალას, მარტა კოს, დროა ლიდერობა აჩვენოთ და თბილისში ჩახვიდეთ. საქართველოს მომავალი უმნიშვნელოვანესია ევროპული უსაფრთხოებისთვის", - წერს იგი პლატფორმა X-ზე.

ასევე ნახეთ დადგა დრო, ივანიშვილმა პასუხი აგოს - ესტონეთის საგარეო მინისტრი აშშ-ის სანქციებს ეხმაურება
ასევე ნახეთ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: როგორც იქნა! აშშ-მა დაასანქცირა ივანიშვილი

2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.

გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.

„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა დარღვევას, და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს“, - აცხადებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.