„დადგა დრო, ივანიშვილმა გადაიხადოს საქართველოში დემოკრატიული პროცესების შელახვის ფასი“, - წერს ის პლატფორმა X-ზე.
ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთმა ბიძინა ივანიშვილსა და 27 სხვა პირს სანქციები დაუწესა საქართველოში კანონიერი პროტესტის ჩახშობის გზით ადამიანის უფლებების დარღვევებში მონაწილეობის გამო.
„მიხარია, რომ სხვები ამ მაგალითს მიჰყვებიან“, - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.
ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისიც მიესალმა. „როგორც იქნა!“ - დაწერა მან.
ასევე ნახეთ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: როგორც იქნა! აშშ-მა დაასანქცირა ივანიშვილი2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.
„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა დარღვევას, და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს“, - აცხადებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
ასევე ნახეთ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა | ყველა დეტალი ერთად