იგი ფეისბუკზე აქვეყნებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოს და მადლობას უხდის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში.
"განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო. P.S. მალე დაგიბრუნდებით", - წერს ირაკლი შაიშმელაშვილი.
ირაკლი შაიშმელაშვილმა სამსახური დეკემბრის დასაწყისში დატოვა, პატაკში კი მიზეზად „ოჯახური პირობები“ დაასახელა.
პატაკი, რომელიც 3 დეკემბრით თარიღდება, მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა და პოსტად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დაურთო.
ასევე ნახეთ სპეცრაზმის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა სამსახური დატოვა29 დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.