"საქართველოში არსებულ ვითარებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვესაუბრე. კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ურყევი მხარდაჭერა მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი. მათ ერთიანი ევროპისკენ სვლის ხელშეუვალი უფლება აქვთ. ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად, არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან", - წერს ანჯეი დუდა.
ასევე ნახეთ ლატვიის პრეზიდენტი: მხარს ვუჭერ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყებას ასევე ნახეთ პრეზიდენტი: რეჟიმის ჩამოშლა - ეს არის ალტერნატივა. ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობასაქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 23 დეკემბერს გავრცელებული ვიდეომიმართვით "ქართულ ოცნებას" და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, დიალოგში ჩართვისკენ და კომპრომისისკენ მოუწოდა. ზურაბიშვილი ივანიშვილს მიმართავს, შეხვდეს მხარეებს ან თუნდაც პირისპირ - მას.
"ძალიან არ მოსწონთ, როდესაც ვსაუბრობ დიალოგზე, კომპრომისზე, ჩვენ ვართ რადიკალები და მეორე მხარეა ყოველთვის "მშვიდობის მტრედი", დიალოგის მომთხოვნი და ა.შ. ამ საკითხებზე დიალოგი ჩემთან უნდა იყოს, როგორც მედიატორთან და იმასთან, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში და აკვირდებოდა მას.
მეორე მხარესაა [ბიძინა] ივანიშვილი და მის მიერ დანიშნული, არ ვიცი რამდენი წარმომადგენელი... მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მეც ვიქნები მაშინ მარტო. ამისთვის ძალიან ცოტა დროა, ეს კრიზისი აღარ ითმენს. თუ მოვიდა იმ აზრზე, რომ ამ ქვეყანას, ამ საზოგადოებას გავუფრთხილდეთ, დავაწყნაროთ და მივცეთ ის, რაც არის დაწყნარების და მშვიდობის გასაღები, მაშინ შევხვდეთ, რატომ გადავდოთ? ამ კვირაში, 29 დეკემბრამდე, მე მზად ვარ და მივიღებ, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ, ძალიან მარტივი იქნება", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ალტერნატიულ გეგმაზეც, რაც, მისივე თქმით, არის "რეჟიმის ჩამოშლა".
"რეჟიმის ჩამოშლა, ეს არის ალტერნატივა ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა. ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც თვლის "ოცნება". საჭიროა დათმობა, საჭიროა რაღაცების აღიარება, თუ არა, ეს არის რეჟიმი ჩამოშლა, რომელიც თავისით იშლება. აქ არავისი ხელი არაა, არც ომის პარტიის, არც ღომის პარტიის. არის თქვენი ხელი, ვინც ხართ ძალაუფლებაში, იმიტომ რომ დროზე ვერ მოხვედით გონზე".
საპროტესტო დემონსტრაციები 28 ნოემბერს დაიწყო.
უკვე 26 დღეა, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში არ წყდება აქციები, სადაც მოსახლეობა აპროტესტებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება მომდევნო ოთხი წელი არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.