ლიანდაგებში კაცის ჩაგდების ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგებში მგზავრი მიზანმიმართულად ჩააგდეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია ცხელ კვალზე“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას უწყებაში.

მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მას ხელი ზუსტად იმ დროს ჰკრეს, როცა მატარებელი მოდიოდა.

ასევე ნახეთ კაცმა მგზავრი მეტროს ლიანდაგში ჩააგდო - თვითმხილველი

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საბურთალოს ხაზი შეფერხებით, მხოლოდ მეტროსადგურ „დელისამდე“ მუშაობს.