ნიდერლანდი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მოწოდებით გამოდის

საილუსტრაციო გოტო: საქართველოს პასპორტი

ნიდერლანდი გამოდის საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მოწოდებით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა დაწერა სოციალურ ქსელ X-ში.

„პროტესტის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, ასევე საქართველოში პოლიტიკოსების დაკავება მიუღებელია. ამიტომაც ნიდერლანდი მოუწოდებს ევროკავშირს შეჩერდეს საქართველოსთან უვიზო რეჟიმი. მივესალმები ბალტიის ქვეყნების ინიციატივას მოგზაურობაზე ინდივიდუალური აკრძალვის შემოღებაზე“, - წერს ის.

ველდკამპის განცხადებით, საქართველოს ხალხის მხარდასაჭერად აუცილებელია ეუთოს არსენალში არსებული მექანიზმების შესწავლა. ამის საკითხის დაყენებას ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრი მალტაში მიმდინარე ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზეც აპირებს.

მანამდე ბალტიის სამმა ქვეყანამ ლიეტუვამ,, ლატვიამ და ესტონეთმა ამ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ სავიზო სანქციები დაუწესეს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს. ამის გამო 3 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ლიეტუვის, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და ლატვიის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს და ელჩებს განუცხადეს, რომ „ეს ნაბიჯი არ შეესაბამება ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩარჩოებს“.

ასევე ნახეთ „ჩარევად აღიქმება“ - საგარეოში ბალტიის ქვეყნების ელჩები დაიბარეს სანქციებზე გადაწყვეტილების შემდეგ

ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას.

ასევე ნახეთ უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 16 დეკემბერს იმსჯელებს, როგორც საქართველოს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა 29 ნოემბერს, ამის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, მეტი ინფორმაცია გაავრცელოს ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელი კონკრეტული ზომების შესახებ.

ასევე ნახეთ ევროკავშირის ელჩი: ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ვარიანტებს შორის არის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხიც

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაეებისთვის მოქმედი უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას არ სჭირდება 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვნება.