ბელარუსის მოგილევის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის დანიილ გერასიმს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 24 ათასი ბელარუსული რუბლის (დაახლოებით 740 დოლარი) ჯარიმა მიუსაჯა. როგორც უფლებადამცველი ცენტრი "ვიასნა" წერს, იგი დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით, მათ შორის სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატის მუხლით.
გერასიმი ასევე დამნაშავედ ცნეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობასა და ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ქმედებებისთვის.
აპრილში ბელარუსის ტელეარხ ONT-ზე გამოვიდა ფილმი "ბავშვები გზაჯვარედინზე". ესაა ფილმი უკრაინულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისთვის "დაკავებული შვიდი მოზარდის შესახებ." მათ შორის იყო დანიილ გერასიმი.
სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ მოზარდი, სავარაუდოდ, წერდა "ბოტს კალინოვსკის პოლკში", სადაც მას მისცეს დავალება, რომ ოსიპოვიჩში საარტილერიო ბრიგადის მოძრაობა გადაეღო.
კგბ-ს ოფიცრებმა გერასიმი დააკავეს ვერეიტის სადგურზე (ოსიპოვიჩის რაიონი), სადაც მას დავალება უნდა შეესრულებინა.
გერასიმის სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.