Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსმა ტერორისტულად ცნო "კასტუს კალინოვსკის მოხალისეთა პოლკი"


ბელარუსი მოხალისე უკრაინაში
ბელარუსი მოხალისე უკრაინაში

ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს მებრძოლი მოხალისეთა შეიარაღებული დაჯგუფება „კასტუს კალინოვსკის პოლკი“.
ბელარუსის გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელის, ალექსანდრ კარპოვიჩის თქმით, მისმა ოფისმა, დაადგინა "ამ ფორმირების ექსტრემისტული მოქალაქეების ჩართულობა ბელარუსის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების ორგანიზებაში, დაგეგმვაში, მომზადებასა და შესრულებაში."

ბელარუსის პროკურატურა ამტკიცებს, რომ "კალინოვსკის პოლკი" ახორციელებდა "ტერორისტების რეკრუტირებას, შეიარაღებას, მომზადებასა და გამოყენებას", ასევე აფინანსებდა „ტერორისტულ საქმიანობას."

მანამდე პოლკი ბელარუსში აღიარებული იყო, როგორც ექსტრემისტული.

უკრაინაში ამჟამად ბელარუს მოხალისეთა რამდენიმე დანაყოფი მოქმედებს. მათ შორის ყველაზე დიდი და მრავალრიცხოვანია კასტუს კალინოვსკის სახელობის პოლკი, რომელიც 2022 წლის მარტში ჯერ ბატალიონად ჩამოყალიბდა. პოლკის ძირითად ბირთვს შეადგენდა ტაქტიკური ჯგუფი „ბელარუსი“, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2014-2016 წლებში იბრძოდა.

"კასტუს კალინოვსკის ბატალიონი" თავდაპირველად ბატალიონ „აზოვის“ შემადგენლობაში იყო, რომელიც, თავის მხრივ, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინის ეროვნული გვარდიის სტრუქტურებში შედიოდა. მაგრამ 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის ეროვნული გვარდია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში გადავიდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG