„რაც შეეხება ჩვენი თანამშრომლების წახალისებას, თქვენ კარგად ხედავთ, რომ ბოლო ხუთი ღამის განმავლობაში პოლიცია ფაქტიურად 24 საათის განმავლობაში მუშაობს. არიან ქუჩაში ეს ადამიანები და საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა...
ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ძალიან ბევრს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის სიმშვიდისთვის და უსაფრთხოებისთვის. რაც შეეხება ზოგადად წახალისებას, სამინისტრო იყენებს ამ საშუალებებს იმისათვის, რომ იმ ადამიანების შრომა დაფასდეს, ვინც ამ შემთხვევაში ზეგანაკვეთურად და ძალიან მძიმე პირობებში მუშაობენ. მათ სჭირდებათ შესაფასებლად“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
მინისტრმა არ უპასუხა დამაზუსტებელ კითხვას, კონკრეტულად რა თანხა ან რა პროცენტული დანამატია გათვალისწინებული აქციაზე მომუშავე პოლიციელებისთვის, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებენ.
მეექვსე ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო - „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავებისას პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.
ასევე ნახეთ სისხლისსამართლებრივი ბრალდებით აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, ადმინისტრაციულით - 293-მდე3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89-ის შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა: 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა.
ასევე ნახეთ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი