ოქტომბერში ლარის კურსის შესანარჩუნებლად ეროვნულმა ბანკმა $591 მლნ გაყიდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში ლარის კურსის შესანარჩუნებლად 591,1 მლნ დოლარი გაყიდა. ამ თანხის დიდი ნაწილი, 377,7 მლნ დოლარი, გაყიდა აუქციონის გარეშე - ანუ ისე, რომ გაყიდვაზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

აუქციონის გარეშე რეზერვიდან გაყიდული დოლარის შესახებ მონაცემები ეროვნულმა ბანკმა 25 ნოემბერს გაასაჯაროვა. ამ დრომდე მხოლოდ 213,4 მლნ დოლარის გაყიდვის შესახებ იყო ცნობილი.

გასულ თვეში დოლარის გაყიდვას ეროვნული ბანკი „არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით“ ხსნიდა.

ასევე ნახეთ ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა
ასევე ნახეთ ეროვნულმა ბანკმა $60 მილიონი გაყიდა

2024 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები 587,9 მილიონი დოლარით შეამცირა.

ასევე ნახეთ „კრიზისი გველის“? - ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე ისტორიულად დიდ სესხებს გასცემს