ისრაელის მორიგ თავდასხმას ლიბანზე 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის არმიის დარტყმა ბეირუთის სამხრეთ რაიონზე. 22 ნოემბერი, 2024 წელი

ისრაელის არმიამ კვლავ შეუტია ლიბანს და შედეგად დახოცილთა რაოდენობა 62-ით გაიზარდა.

Reuters-ის ცნობით, სულ შარშან ოქტომბრის შემდეგ ლიბანში ისრაელის არმიის იერიშებს 3645 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს 22 ნოემბრის ამ მონაცემებით, ამ პერიოდში დაშავებულთა რაოდენობა ლიბანში 15 355-ია.

AFP-ი იტყობინება, რომ ლიბანში ისრაელის თავდასხმას ემსხვერპლა საავადმყოფოს დირექტორი და მისი ექვსი კოლეგა.

ასევე ნახეთ ლიბანის წარმომადგენელი: ლიბანი და ჰეზბოლა თანხმდებიან აშშ-ის წინადადებას ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტაზე