ირაკლი კობახიძე: მადლობა ცესკოს, მადლობა პატრიარქს

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ცესკოს გაწეული საქმიანობისთვის და ამბობს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნები „ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა“. ხოლო ოპოზიციამ მისი თქმით:

„კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე, რაც საზოგადოებისთვის ახალი დასკვნების გამოტანის საფუძველი იქნება“.

ასევე ნახეთ ცესკოს თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხეს, არჩევნების შემაჯამებელი სხდომა შეწყდა

ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე გამოეხმაურა ცესკოს სხდომაზე მომხდარ ფაქტს, როცა კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ შავი საღებავი შეასხა და განაცხადა, რომ მომხდარს შესაბამისი უწყება შეაფასებს.

ასევე ნახეთ "ყველაფერი ღვთის ნებითაა" - ილია მეორე არჩევნების შედეგებზე

პრემიერი ასევე მადლობას უხდის ილია მეორეს მილოცვისათვის და ამბობს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის თითოეული გზავნილი, არის ძალიან ყურადსაღებო:

ბუნებრივია, ვიმოქმედებთ შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.

ასევე ნახეთ ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა - რა შემთხვევაში შეიძლება შეფერხდეს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

ოქმის თანახმადვე, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ 12.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

ასევე ნახეთ

"ეს იყო გულწრფელი პროტესტი" - დავით კირთაძე ცესკოს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო ცესკოს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმის გამოცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, სხდომა დასრულდაცესკოს თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხეს, არჩევნების შემაჯამებელი სხდომა შეწყდარადგან ოპოზიციონერი ვიყავი - გიორგი სიორიძე ჰყვება, როგორ გააძევეს ცესკოს სხდომიდან