აშშ-ის ტექნოლოგიურმა გიგანტმა კომპანიამ, Apple-მა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას (RFE/RL) შეატყობინა, რომ პლატფორმიდან აიღო მისი კიდევ ერთი აპლიკაცია - რუსეთის მარეგულირებელი უწყების, როსკომნადზორის თხოვნის საფუძველზე.
ეს აპლიკაცია ეკუთვნის რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს - რომელიც, თავის მხრივ, განათავსებს ვებსაიტებს მისი პარტნიორი რეგიონული პროექტებისა Siberia.Realities და North.Realities.
მანამდე Apple-მა პლატფორმიდან აიღო რადიო RFE/RL-ის ყირგიზული სამსახურის და რუსულენოვანი ციფრული და სატელევიზიო ქსელის, ქარენთ თაიმის აპლიკაციები.
როსკომნადზორმა Apple-ს შეატყობინა, რომ რუსული სამსახურის აპლიკაცია მოიცავდა რუსეთში "არასასურველ" ორგანიზაციად გამოცხადებული უწყების მასალებს. სხვა ქვეყნებში აპლიკაცია ხელმისაწვდომი რჩება.
RFE/RL რუსეთის "არასასურველი ორგანიზაციების" სიაში თებერვალში შეიტანეს.
RFE/RL-ის პრეზიდენტმა, სტივენ კაპუსმა ამ გადაწყვეტილებას უწოდა "მორიგი მაგალითი იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება სიმართლეზე დაფუძნებულ ჟურნალისტიკას ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს".
Apple-მა თავისი პლატფორმიდან აიღო ან დამალა სხვა დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ შექმნილი რუსულენოვანი პოდკასტებიც, გარდა RFE/RL-ის აპლიკაციებისა.
ასევე ნახეთ იუწყებიან, რომ Apple-მა პლატფორმიდან აიღო რუსეთის დამოუკიდებელი მედიასაშუალებების პოდკასტები