Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ Apple-მა პლატფორმიდან აიღო რუსეთის დამოუკიდებელი მედიასაშუალებების პოდკასტები


გავრცელებული ცნობებით, Apple-მა პლატფორმიდან აიღო ან დამალა რამდენიმე რუსულენოვანი პოდკასტი, რომლებსაც დამოუკიდებელი ჟურნალისტები ამზადებდნენ.
გავრცელებული ცნობებით, Apple-მა პლატფორმიდან აიღო ან დამალა რამდენიმე რუსულენოვანი პოდკასტი, რომლებსაც დამოუკიდებელი ჟურნალისტები ამზადებდნენ.

გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის ტექნოლოგიის გიგანტმა კომპანიამ, Apple-მა, პლატფორმიდან აიღო ან დამალა რამდენიმე რუსულენოვანი პოდკასტი, რომლებსაც დამოუკიდებელი ჟურნალისტები ამზადებდნენ.

საინფორმაციო საშუალება "მედიაზონა" 14 ნოემბერს იუწყებოდა, რომ საინტერნეტო რადიოსადგურის, Ekho Moskvy-ისა და საგამოძიებო მედიასაშუალება The Insider-ის პოდკასტების ახალ ეპიზოდებთან წვდომა რუსეთის ტერიტორიიდან შეუძლებელი იყო. ჩანს, რომ შეზღუდვა BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის პოდკასტსაც შეეხო.

უფრო ძველი, ერთ კვირაზე მეტი დროის წინ ატვირთული ეპიზოდები, პლატფორმაზე ჩანს - იუწყება Mediazona.

Apple-ს ამაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია. კომპანიამ ასევე მოხსნა ან დაბლოკა რუსეთის ტერიტორიიდან წვდომა გარკვეულ VPN-სა და აპლიკაციებზე - მათ შორის მოხსნილია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების გამოცემა Current Time-ის აპლიკაცია. Apple-მა ეს გააკეთა რუსეთის მედიის მარეგულირებელი უწყების, "როსკომნადზორის" თხოვნის საფუძველზე.

ბოლო წლებში რუსეთის ხელისუფლებამ გააძლიერა ძალისხმევა, რათა უფრო მკაცრად აკონტროლოს შინაარსი რუსულენოვან ინტერნეტში, რომელსაც არაოფიციალურად RuNet-ის სახელით იცნობენ. წარსულში იყო შემთხვევები, როცა, მაგალითად, პლატფორმებს, X-სა და Facebook-ს, შეფერხებები შეექმნათ ან მათი მუშაობა შენელდა. ამის მიზეზი, ექსპერტთა ვარაუდით, იყო მარეგულირებელი უწყებების მხრიდან ჩატარებული ცდები კონტროლის გაფილტვრის ან რუსი მომხმარებლების სხვა საიტებზე გადაყვანის მიზნით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG