ბაქოში უთანხმოების ფონზე გაიხსნა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია

კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია (COP29). ბაქო,11 ნოემბერი, 2024.

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში წინსვლის იმედით 11 ნოემბერს გაიხსნა გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია (COP29), თუმცა მალევე შეხვედრის პროგრამამ უთანხმოება გამოიწვია.

რამდენიმე მედიასაშუალების თანახმად, წინააღმდეგობა გაჩნდა მაშინ, როცა რამდენიმე ქვეყანამ მოისურვა უფრო მნიშვნელოვანი აქცენტი დასმულიყო წიაღისეული საწვავისგან ჩამოშორების პროცესში წინსვლაზე, ხოლო სხვებს - ძირითადად ნავთობისა და გაზის მაწარმოებელ სახელმწიფოებს - უნდოდათ მოლაპარაკება შემოფარგლულიყო შარშანდელ კონფერენციაზე მიღებული შეთანხმებითა და ფინანსური საკითხებით.

ასევე ნახეთ კობახიძე ალიევთან შეხვედრაზე: "გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა  ყველა თემასთან დაკავშირებით"