ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ტელეფონით უკვე ესაუბრა ათეულობით ქვეყნის ლიდერს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარსაც არ გამორიცხავს.
„ვფიქრობ, ვისაუბრებთ“, - განაცხადა ტრამპმა 7 ნოემბერს, ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში.
დონალდ ტრამპის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ესაუბრა 70 მსოფლიო ლიდერს. მათ შორისაა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ასევე ნახეთ ზელენსკი: შესანიშნავი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანდონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ მიულოცა სოჭიდან, სადაც 7 ნოემბერს სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ დასკვნით სხდომაზე.
„ვსარგებლობ რა შემთხვევით, მინდა მივულოცო აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა“, - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთი იმუშავებს აშშ-ის სახელმწიფოს ნებისმიერ მეთაურთან, რომელსაც ნდობას ამერიკელი ხალხი უცხადებს.
პუტინის თანახმად, „ყურადღებას იმსახურებს“ ტრამპის საჯარო განცხადებები, „ხელი შეუწყოს უკრაინის კრიზისის დასრულებას“.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია.
ასევე ნახეთ რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისა და მისი ფრონტისთვის?ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
ასევე ნახეთ რას უნდა ველოდეთ ტრამპ 2.0-ისგან?