ისრაელის მხრიდან ევაკუაციის ბრძანების გაცემის შემდეგ დაიბომბა ბეირუთის სამხრეთი

ლიბანი, 2024 წლის ოქტომბერი

1 ნოემბერს, გამთენიისას, სულ მცირე, 10 დარტყმა განხორციელდა ბეირუთის სამხრეთში - იუწყება ლიბანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო. დაბომბვას წინ უძღოდა ისრაელის არმიის ბრძანება ამ ადგილებიდან ევაკუაციის შესახებ.

AFPTV-ის მიერ გავრცელებულ მასალაზე ჩანს აფეთქებები და კვამლი.

"რეიდებმა დიდი ნგრევა გამოიწვია სამიზნე არეალებში, მიწასთან გასწორდა ათობით შენობა, ხანძრების პარალელურად", - წერს სახელმწიფო სააგენტო NNA.

თავდასხმებამდე ერთი დღით ადრე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში ომის დასრულების შესაძლო შეთანხმების შესახებ შეხვედრა გამართა ისრაელში ვიზიტით მყოფ აშშ-ის ოფიციალურ პირებთან. მსხვერპლის რიცხვი საზღვრის ორივე მხარეს მატულობს.

ასევე ნახეთ ბლინკენი: აშშ განიხილავს "სხვადასხვა შესაძლებლობას" მშვიდობისთვის