გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რომელსაც სააგენტო Reuters-ი ავრცელებს, გერმანია თავის ტერიტორიაზე ირანის სამ საკონსულოს დახურავს, რაც არის რეაქცია ირანში ირანულ-გერმანული მოქალაქეობის მქონე პირის სიკვდილით დასჯაზე.
მაგრამ სამინისტრო დასძენს, რომ კვლავ მოქმედებს თეირანის საელჩო გერმანიაში.
“ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები დაბალზე უფრო ქვემო დონეზეა”, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ნიუ-იორკში.
ჯამშიდ შარმაჰდის სიკვდილით დასჯის გამო, გერმანიამ გაიწვია ირანში თავისი ელჩი და საპროტესტო ნოტა გადასცა ბერლინში ირანის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს.
ასევე ნახეთ 2015 წლის შემდეგ შარშან ირანში ყველაზე მეტი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით