ევროკავშირის სახელმწიფოთა მინისტრები: ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურებიან ერთობლივი განცხადებით, რომლის ტექსტის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ:

"ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში ამჟამად შექმნილი სიტუაციით. საერთაშორისო დამკვირვებლები დარღვევებზე იუწყებოდნენ საარჩევნო კამპანიისას, ისევე როგორც არჩევნების დღეს. ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას. ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და მოვითხოვთ საჩივრების დამოუკიდებელ მოკვლევას და დადგენილი დარღვევების გამოსწორებას. ამ რთულ დროს ქართველების მხარეს ვდგავართ. მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი და განსაკუთრებით მის მიმართ მთავრობის რეაქცია, მშვიდობიანი იყოს. საარჩევნო [პროცესის] ერთიანობის დარღვევა შეუთავსებელია სტანდარტებთან, რომლებიც ევროკავშირის [წევრობის] კანდიდატისგანაა მოსალოდნელი. ესაა ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მიზანსწრაფვის ღალატი. კანონის უზენაესობის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დაცვა განუყოფელი ნაწილია საქართველოს ნებისმიერი პროგრესის ევროკავშირისკენ გზაზე. ჩვენ ვაკრიტიკებთ [უნგრეთის] პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში. იგი ევროკავშირის სახელით არ ლაპარაკობს".

განცხადებას ხელს აწერენ:

მარტინ დვორჟაკი, ჩეხეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი;

მარი ბიერი, დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი;

ანა ლურმანი, გერმანიის ევროპისა და კლიმატის საქმეთა მინისტრი;

მარგუს ცახკნა, ესტონეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი;

იოაკიმ სტრანდი, ფინეთის ევროპულ საქმეთა და საკუთრების მართვის მინისტრი;

ბენჟამინ ჰადადი, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა დელეგატი მინისტრი;

ჯენიფერ კეროლ მაკნილი, ირლანდიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი;

გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი;

კასპარ ველდკამფი, ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრი;

ხავიერ ბეტელი, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების კოორდინირებისა და ჰუმანიტარული საქმეების მინისტრი;

ადამ შლაპკა, პოლონეთის ევროკავშირის მინისტრი;

ინიეს დომინგოსი, პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპულ საქმეებში;

ჯესიკა როზენკრანტსი, შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი.

ასევე ნახეთ კანადა გადასინჯავს ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან
ასევე ნახეთ შვედეთის მთავრობა წყვეტს საქართველოსთან თანამშრომლობას
ასევე ნახეთ "არ გამოვრიცხავთ დამატებით შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების კურსი არ შეიცვლება" - სახელმწიფო დეპარტამენტი