შეხვედრის შემდეგ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ გეგმას პარლამენტის შენობის წინ დანიშნულ აქციაზე წარადგენენ.
„დღეს, 19:00 საათზე ველოდებით იმ ადამიანებს, რომლებსაც წაართვეს ყველაზე მთავარი, ღირებული - საკუთარი არჩევანი. ჩვენ დავიცავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის და ამომრჩევლის ხმას, ეს ასე არ დამთავრდება. რა თქმა უნდა, ეს იქნება მშვიდობიანი აქცია და იქ გაგაცნობთ გეგმას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ასევე ნახეთ არჩევნები 2024 - ლაივბლოგიპოლიტიკოსმა თქვა, რომ შეხვედრაზე არა მხოლოდ ტექნიკური საკითხები განიხილეს, თუმცა არ დააზუსტა, რას ეხებოდა მსჯელობა.
„რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია და მიდის მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვინც აკვირდებოდა ამ არჩევნებს“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი მოქალაქეებს 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეკრებას სთავაზობსსაქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა, 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და საზოგადოებას 28 ოქტომბერს, 19 საათზე, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
- „ქართული ოცნება“ - 53,931%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგი არ აღიარეს.
ასევე ნახეთ „ზეწოლისა და დაშინების კლიმატი... იყო ასეთი შეგრძნება - „დიდი ძმა გიყურებს“. OSCE/ODHIR, PACE არჩევნებს აჯამებსაშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნების შედეგები არ გამოუცხადებიათ სამართლიანად.
ასევე ნახეთ ბლინკენი: საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნების შედეგები არ გამოუცხადებიათ სამართლიანად