საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 13:30 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. მონაცემები „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, თუმცა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ საზიანოდ შეიცვალა.
ბარიერგადალახულ პარტიებს შორის ხმები ასე ნაწილდება:
- "ქართული ოცნება" - 54,09%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 10,92%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,12%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,78%;
- "გახარია - საქართველოსთვის" - 7,76%.
ამ ხმებით საპარლამენტო მანდატები ასე ნაწილდება:
- ქართული ოცნება“ - 89;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 18;
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 17;
- „ძლიერი საქართველო“ - 14;
- „გახარია საქართველოსთვის“ - 12.
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ასევე ნახეთ კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევები - რა ვიცით ასევე ნახეთ არჩევნები 2024 - ლაივბლოგი