მარგარიტა სიმონიანი ეხმაურება საქართველოში არჩევნების შედეგებს

მარგარიტა სიმონიანი, რუსი პროპაგანდისტი

ცნობილი რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ტელეგრამში ეხმაურება საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და წერს:

„ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!“

22 საათისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 206-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამ შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 52.99% დააგროვა.

არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ- მინისტრიც. მან „ქართულ ოცნებას“ დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.

აპარატებით დათვლის გარდა, საარჩევნო უბნებში მიმდინარეობს ხმების ხელით გადათვლის პროცედურები. ასევე ბიულეტენებს დაითვლიან იმ საარჩევნო უბნებში, სადაც არჩევნები ტრადიციული წესით ჩატარდა.

3 111 საარჩევნო უბნიდან მოდერნიზებულია 2 263 უბანი, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით.

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

ასევე ნახეთ ცესკოს წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნება“ 52,99%-ით ლიდერობს 
ასევე ნახეთ ვინ გახდება 2024 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატი? - სია