რუსეთის ძალებმა სისხლიანი დარტყმები მიიტანეს აღმოსავლეთ უკრაინაზე

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები იგერიებენ რუსეთის დრონებს. ხერსონის რეგიონი, 2024 წლის ივლისი

24 ოქტომბერს უკრაინის აღმოსავლეთში, ხარკოვის რეგიონის ქალაქ კუპიანსკზე რუსეთის საჰაერო დარტყმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა ათი - იუწყებიან რეგიონის წარმომადგენლები.

"მტერმა დარტყმა განახორციელა მაღაზიის და ქალაქის ბაზრის ახლოს", - თქვა რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ სინეჰუბოვმა დილით განხორციელებული შეტევის შესახებ. გუბერნატორმა დასძინა, რომ საავადმყოფოში მიიყვანეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი 73 წლის ქალი, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იმავე დღეს, მოგვიანებით, სამი ადამიანი შეეწირა რუსეთის იერიშს სტრატეგიული ცენტრის, პოკროვსკის ახლოს, აღმოსავლეთის დონეცკის რეგიონში, - წერს გუბერნატორი ვადიმ ფილაშკინი ტელეგრამით. მისი თქმით, პოკროვსკი და მისი მიმდებარე არეალები რუსეთის სამხედროთა სამიზნეა, ამიტომ ფილაშკინი ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

ასევე ნახეთ რუსეთმა დაამტკიცა ჩრდილოეთ კორეასთან ხელშეკრულება სამხედრო დახმარების თაობაზე