თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთში მყოფი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვებიან, ისინი ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევიან.
„ჯერჯერობით არ ვიცით, იბრძოლებენ თუ არა ეს ჯარისკაცები რუსეთის არმიის მხარდამხარ. მაგრამ ამის შესაძლებლობა დიდ შეშფოთებას იწვევს,“ დასძინა მან.
მან გაიმეორა იგივე მოსაზრება, რაც Routers-ს უთხრა ანონიმმა წყარომ: რომ აშშ-ის შეფასებით, რუსეთში ამჟამად ჩრდილოეთ კორეის მინიმუმ 3 ათასი ჯარისკაცი იმყოფება. ისინი ზღვით ჩაიყვანეს ვლადივოსტოკში ოქტომბრის დამდეგს და აღმოსავლეთ რუსეთში გაანაწილეს საწვრთნელ პოლიგონებზე.
ასევე ნახეთ ლოიდ ოსტინმა ახსნა, რატომ არ აძლევს აშშ უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების უფლებასაშშ-ის წარმომადგენლებმა ოთხშაბათიდან დაიწყეს ლაპარაკი, რომ მოეპოვებათ რუსეთში ჩრდილოკორეელი სამხედროების ყოფნის მტკიცებულებები. ადრე ამაზე ლაპარაკობდნენ კიევი და სეული.
მოსკოვი თავს არიდებს ამ საკითხზე კომენტარებს, ფხენიანმა კი ადრე უარყო მისი სამხედროების ყოფნა რუსეთში.
ასევე ნახეთ ინტერაქტიური რუკა: უკრაინის ჯარების შესვლა კურსკის ოლქში