როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა პოლიციამ. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ნატა ტალიკიშვილი 20 ოქტომბრის ღამესვე გამოიკითხა პოლიციაში.
საპატრულო და კრიმინალური პოლიციის სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს გამოძიება დაიწყო გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ 25 დანაშაულზე. ეს არის ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულების ოფიციალური აღრიცხვა. თუმცა რეალური რიცხვი ამ ტიპის დანაშაულებისა, სავარაუდოდ, უფრო მეტია.
მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გამოუქვეყნებია.
2024 წლის 18 სექტემბერს, 37 წლის ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე თავის ბინაში ნახეს მოკლული. მკვლელობაში ბრალდებული კაცი, მისი პარტნიორი, 26 წლის ბექა ჯაიანი, პოლიციამ 19 სექტემბერს დააკავა.
ასევე ნახეთ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლის