დღის 5 საათიდან მსვლელობები დაიწყო გმირთა მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან, სამასი არაგველის ძეგლიდან, მთაწმინდიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან. მარშის მონაწილეები საღამოს 7 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან, სადაც კონცერტი გაიმართება.
შესაძლოა შეკრებილებს მიმართოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც, რომელმაც 19 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ აპირებს ამ მარშში მონაწილეობას.
მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა.
20 ოქტომბერს, მოქალაქეების შეკრებამდე მმართველი პარტიის წევრები მსვლელობის შესახებ ჰომოფობიური განცხადებებით ცდილობდნენ მოსახლეობის იმაში დარწმუნებას, რომ ეს მსვლელობა რეალურად არა ევროპული არჩევანის მხარდამჭერი, არამედ "პრაიდის" მსგავსი შეკრებაა.
ასევე ნახეთ თბილისში ევროპული არჩევანის მხარდამჭერი მარში გაიმართება - ხელისუფლება ჰომოფობიური განცხადებებით ცდილობს მის დისკრედიტაციას