ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინამ დრონები გაუშვა მოსკოვის და რუსეთის დასავლეთში მდებარე რეგიონების მიმართულებით, არის ინფორმაცია დარტყმაზე ინდუსტრიულ ზონაში, სადაც განთავსებულია იარაღის მწარმოებელი კომპანია.
ერთი დღით ადრე იუწყებოდნენ უკრაინის დრონებით განხორციელებულ დარტყმაზე მიკროელექტრონულ საწარმოზე, რომელიც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს რუსეთის არმიისთვის.
უკრაინის მხრიდან დრონებით განხორციელებული შეტევის შესახებ ცნობების ფონია დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მიერ გამოცხადებული მხარდაჭერა ნატოსკენ უკრაინის "შეუქცევადი" გზის მიმართ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმდინარე კვირაში თავისი "გამარჯვების გეგმა" გააცნო ევროკავშირს და ნატოს, თუმცა მან ვერ მოიპოვა სასურველი, დაუყოვნებელი მიწვევა გაწევრიანებისთვის.
ასევე ნახეთ უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ - ახლა ბურთი დასავლეთის მოედანზეა ასევე ნახეთ უკრაინის აღდგენისკენ მიმართულ დახმარების დეკლარაციას 30-ზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი