საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „მთავარი არხთან“ დაკავშირებულ ფინანსურ საკითხს ეხება.
პრემიერმა კრიტიკული მედიასაშუალებები „შავი ფულით“ დაფინანსებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამ საქმეს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.
„ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით, ფინანსდება შავი ფულით. ეს არ არის ახალი ამბავი, თუმცა გამოკვეთილია ახალი დეტალები ამ თემასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალები ასრულებენ ძალიან ნეგატიურ როლს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი ხელს უშლიან დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით ფუნქციონირებას და ის, რომ კონკრეტული ტელევიზიები, მედიასაშუალებები არიან ქცეული სიცრუის პროპაგანდის ინსტრუმენტებად, ამაშიც შავი ფულის როლი არის განსაკუთრებული. შესაბამისი უწყებები შეისწავლიან ამ საქმეს“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ასევე ნახეთ „მთავარი არხი“ დეზინფორმაციას უწოდებს თანხის უკანონო ბრუნვაზე „რუსთავი 2-ის" გავრცელებულ ინფორმაციას„რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მთავარ არხზე“ 2019-2024 წლებში „გაურკვეველი წარმომავლობის უკანონო ნაღდი ფული“ შევიდა. ამ ცნობას „მთავარმა არხმა“ „გამოგონილი ბრალდება“ უწოდა.