საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის ირანელ კოლეგას, მასუდ ფეზეშქიანს, განუცხადა, რომ თეირანზეა “პასუხისმგებლობა”, შემცირდეს დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში, სადაც ირანის მოკავშირე ჰამასი და ჰეზბოლა ისრაელთან ომს აწარმოებენ.
მაკრონმა ხაზი გაუსვა “ირანის პასუხისმგებლობას დაძაბულობის საერთო შემცირებაში და დესტაბილიზაციისთვის ხელშემწყობ იმ ძალებზე მისი ზეგავლენის გამოყენებას, რომლებსაც უწევს მხარდაჭერას”.
ირანის პრეზიდენტის ოფისმა ამ საუბრის შესახებ ასევე გაავრცელა ცნობა და ასევე ახსენა ცეცხლის შეწყვეტის ძალისხმევა, თუმცა იქვე გამოიყენა ისრაელის მიმართ მტრული ფორმულირება.
ჰეზბოლა არის შეიარაღებული დაჯგუფება და პოლიტიკური პარტია, რომელსაც წარმომადგენლები ჰყავს ლიბანის პარლამენტში. ის აკონტროლებს სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს, რომელსაც ბოლო ხანს ისრაელის არმია ჰაერიდან და ხმელეთიდან უშენს მასირებულ ცეცხლს. აშშ ჰეზბოლას ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს, ხოლო ევროკავშირს "შავ სიაში" მხოლოდ მისი სამხედრო ნაწილი ჰყავს შეყვანილი.
ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული აშშ-სა და ევროკავშირში.