გადაწყვეტილება პლენუმის რვა მოსამართლემ მიიღო, განხილვებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მონაწილეობდა ირინა იმერლიშვილი. ამ გადაწყვეტილებას კი არ იზიარებენ მოსამართლეები გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.
სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტის, ოპოზიციონერი დეპუტატების, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელები მხოლოდ ნაწილობრივ მიიღოს განსახილველად. კერძოდ, დაადგინოს, კანონის სხვადასხვა ნაწილი რამდენად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ შემდეგ უფლებებსა და ვალდებულებებს:
- ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციას (კონსტიტუციის 78-ე მუხლი);
- პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობას (მე-15 მუხლი);
- აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას და ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებას (მე-17 მუხლი);
- გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს (მე-17 მუხლი);
- გაერთიანების თავისუფლებას (22-ე მუხლი);
- კონსტიტუციურია თუ არა კანონის გასულ წელზე გავრცელება (მონაცემების შევსება). (31-ე მუხლი).
სასამართლო ამბობს, რომ საქმეს განიხილავს კანონით დადგენილ 9-თვიან ვადაში. საქმის განხილვა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ამ პერიოდში გამოცხადდება. გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად მოსამართლეებს შეზღუდული ვადები არ აქვთ.
დღეს, 9 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა 4 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერი, რომლითაც ნაწილობრივ მიიღეს განსახილველად „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ შეტანილი ოთხი სარჩელი.
ასევე ნახეთ საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. აგენტების კანონის მოქმედება არ შეაჩერა - სარჩელები ნაწილობრივ განსახილველად მიიღო