2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიაში ცვლილებების რეგისტრაციის ვადა დღეს, 8 ოქტომბერს ამოიწურა. სწორედ ამ დრომდე შეიძლებოდა იუსტიციის სახლებში სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შესატანად განაცხადის დატოვება.
ცესკო საარჩევნო სიას ქმნის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან და საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული მონაცემებით.
სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქის რეგისტრაციის ადგილის შესაცვლელად 5-დღიანი ვადა სჭირდება. ამ არჩევნებისთვის კი, ცესკოს მონაცემებს ყველა იმ ამომრჩევლის შესახებ მიაწვდის, ვისაც 12 ოქტომბრის 00:00 საათისთვის მისამართი ექნება შეცვლილი.
ცესკოს ვებსაიტზე ამომრჩეველთა მონაცემები არჩევნებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე განახლდება.
ასევე ნახეთ სად ვაძლევ ხმას - როგორ შევამოწმო?სანამ მონაცემები ცესკოს საიტზე განახლდება, დააკმაყოფილა თუ არა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ თქვენი განაცხადი ან რა ეტაპზეა ის, შეგიძლიათ გადაამოწმოთ სააგენტოს ვებგვერდზე: sda.gov.ge.
ასევე ნახეთ როგორ მოვძებნო, სად ვაძლევ ხმას?