უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესტუმრა 4 ოქტომბერს სუმის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ არეალს, სადაც მოინახულა ჯარის ნაწილები, შეხვდა ჯარისკაცებსა და სამხედროებს, რომლებიც იბრძვიან რუსეთთან უკრაინის საზღვრისპირეთსა და კურსკის ოლქში.
სწორედ სუმიში დაიწყო უკრაინის არმიამ ორი თვის წინ კურსკის ოლქში მოულოდნელი, როგორც ზელენსკიმ თქვა, „სტრატეგიული ოპერაცია“, რათა კიევის პარტნიორები წაექეზებინა, უფრო გადაჭრით ემოქმედათ და რუსეთზე ზეწოლა მოეხდინათ.
ცნობით, უკრაინამ დაიკავა რუსეთის ტერიტორიის 1300 კვადრატული კილომეტრი კურსკის ოლქში. თუმცა შეტევის ტემპი შენელდა, ამან ძლიერ შეუწყო ხელი კიევს დასავლეთისგან მეტი დახმარების მიღებაში.
ასევე ნახეთ ზელენსკი ამბობს, რომ ტრამპი უკრაინას მხარდაჭერას დაპირდა რუსეთთან ომში