როიტერსი: ირანის უზენაესი ლიდერი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს

აიათოლა ალი ხამენეი, ირანის უზენაესი ლიდერი

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი გადაიყვანეს ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე უსაფრთხო ადგილას, გაძლიერებული დაცვით, - უთხრა რეგიონის ორმა ოფიციალურმა პირმა სააგენტო როიტერსს.

წყაროთა ინფორმაციით, ირანს მუდმივი კონტაქტი აქვს რეგიონულ მოკავშირეებთან, მათ შორის ჰეზბოლასთან - რომელიც გასამხედროებული ჯგუფი და პოლიტიკური პარტიაა და სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს, და რომელსაც აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ევროკავშირს კი მისი გასამხედროებული ჯგუფი ჰყავს შეყვანილი შავ სიაში.

როგორც წყაროები როიტერსს ატყობინებენ, ირანი მოკავშირეებთან მსჯელობს ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას მას მერე, რაც ისრაელმა გამოაცხადა, რომ 27 სექტემბერს მის მიერ ბეირუთზე განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა.

ასევე ნახეთ ლიკვიდირებულია დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა - ისრაელის არმია
ასევე ნახეთ ისრაელის არმია აცხადებს, რომ ბეირუთში დაბომბა ჰეზბოლას შტაბი