წინასაარჩევნო ღონისძიებაზე პარტიამ ამომრჩეველს წარუდგინა პროგრამა, რომელიც მოიცავს სოციალურ-ეკონომიკურ, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, საგარეო და უსაფრთხოების, მშვიდობის პოლიტიკის მიმართულებებს.
ყოფილი პრემიერის საარჩევნო პროგრამა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ასე გამოიყურება:
- "კანონით დადგინდება მინიმალური ხელფასი 950 ლარი თვეში;
- დროებით უმუშევრად დარჩენილი პირი 6 თვის განმავლობაში ხელფასის 60%-ს მიიღებს;
- სოციალურად დაუცველების, ქალებისა და ახალგაზრდების დასაქმების მხარდაჭერისთვის ყოველწლიურად 300 მილიონი ლარი დაიხარჯება;
- სახელმწიფო დასაქმებულ ახალგაზრდებს დამატებით 950 ლარს გადაუხდის;
- ავამოქმედებთ ჩვენს დაწყებულ, ახლა კი გაჩერებულ პროექტს, უფასო კვება საჯარო სკოლებში;
- რეგიონებში გავზრდით პროფესიულ სასწავლებლებზე ხელმისაწვდომობას;
- ავაშენებთ საერთო სტუდენტურ საცხოვრებლებს დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის;
- პენსია პირველ წელს 200 ლარით გაიზრდება, ყოველ მომდევნო წელს 100 ლარით;
- სოციალურად დაუცველი ოჯახის საარსებო შემწეობა პირველ წელს 200 ლარით, ყოველ მომდევნო წელს 100 ლარით გაიზრდება;
- სოფლებსა და მაღალმთიან დასახლებებში ოჯახში მესამე და ყოველი მომდევნო ბავშვი სასკოლო ასაკამდე ყოველთვიურად მიიღებს 500 ლარს;
- დევნილებისთვის სოციალურ გასაცემელს გავზრდით 150 ლარამდე;
- 2028 წელს საქართველოს ყველა სოფელი უზრუნველყოფილი იქნება გაზით, სასმელი წყლითა და სწრაფი ინტერნეტით;
- შევქმნით გამართულ სამაშველო სისტემას, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებით, ასევე პროფესიონალი მაშველებით;
- გაფართოვდება თბილისის მეტრო, დაემატება 15 ახალი მეტროსადგური დიდი დიღმის, გლდანის, ლილოს დასახლებისა და საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით;
- რუსთავი თბილისს დაუკავშირდება მიწისზედა მეტროს საშუალებით;
- თბილისში მტკვრის სანაპიროზე აშენდება 4 ახალი ხიდი;
- აშენდება ავტობანი ენგურამდე;
- ინფლაცია გაკონტროლდება არამხოლოდ საპროცენტო განაკვეთებით, არამედ, სხვა საშუალებებით, რაც შეამცირებს საბანკო სესხების პროცენტს. მონოპოლიებთან ბრძოლით შემცირდება ხელოვნურად გაბერილი ფასები მედიკამენტებზე, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე;
- განვითარების ბანკი შექმნის მეწარმეობის გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი ფულით დაფინანსების შესაძლებლობას;
- ექსპორტის დაკრედიტების სააგენტო უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობას ევროკავშირის ბაზარზე;
- სუბსიდირებული იმპორტისაგან სოფლის მეურნეობის დასაცავად გამოვიყენებთ საერთაშორისო კანონმდებლობით დაშვებულ საგადასახადო და სხვა სატარიფო მექანიზმებს;
- სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებში განხორციელებულ ინვესტიციაზე მწარმოებელი სახელმწიფოსგან მიიღებს გრანტს ინვესტიციის 100%-ის ოდენობით;
- განხორციელდება ჭიათურის, ზესტაფონის, ტყიბულისა და რუსთავის საწარმოების დროებითი რენაციონალიზაცია;
- შევქმნით დამოუკიდებელ ანტი-კორუფციულ სააგენტოს;
- გავამკაცრებთ კანონს პოლიტიკურ ელიტურ კორუფციაზე და მოპარულ ფულს დავუბრუნებთ ხალხს;
- გენერალურ პროკურორს ავირჩევთ პოლიტიკური კონსენსუსით;
- იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და საპროკურორო საბჭოში ავირჩევთ დამოუკიდებელ წევრებს;
- დავაინიცირებთ ანალიზზე დაფუძნებულ სამართლიან ამნისტიას;
- გავამკაცრებთ მიდგომას ორგანიზებულ დანაშაულთან;
- სისტემურად გადაიხედება ჩანაცვლებითი თერაპიის, ე.წ. მეთადონის პროგრამის ადმინისტრირების ეფექტიანობა;
- აღმოიფხვრება კორუფცია ადმინისტრირების პროცესში;
- ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ საჯარო მოხელეების დაყოფას ნაცებად და ქოცებად;
- აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე არ არსებობს ძლიერი საქართველო - რუსებს, აფხაზებსა და ოსებს დეოკუპაციაზე ჩვენს მაგივრად ვერავინ დაელაპარაკება;
- ევროკავშირის წევრობა გვჭირდება იმისთვის, რომ ძლიერი ქართული სახელმწიფო დასავლელ პარტნიორებთან ერთად ძლიერი პოზიციით ესაუბროს ოკუპანტ ქვეყანას მშვიდობიან დეოკუპაციაზე და მიაღწიოს შედეგს;
- ევროკავშირის დათქმების შესრულებით და საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციით სწრაფად შევიყვანთ საქართველოს ევროკავშირში;
- შევიმუშავებთ დეოკუპაციის და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანების საერთო ეროვნულ ხედვას და სტრატეგიას;
- შევიმუშავებთ საოკუპაციო ხაზთან მყოფ მოსახლეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას;
- თავდაცვის საჭიროებებზე მორგებული ბიუჯეტი განისაზღვრება მინიმუმ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის ოდენობით."
23 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ინიციირებულ "ქართულ ქარტიას" ხელი მოაწერა პარტიის, “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგია გახარიამ.
ხელმოწერამდე პარტიაში აცხადებდნენ, რომ იღებდნენ იმ რეფორმების გატარების პოლიტიკურ ვალდებულებას, რომლებიც ამ ქარტიის შემადგენელი ნაწილია.
ასევე ნახეთ გიორგი გახარიამ “ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერაპოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ეწურებათ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
ასევე ნახეთ გიორგი გახარიამ პარტიული სიის შემადგენლობის პრეზენტაცია გამართა