მოსკოვში პოლიციამ დააკავა მობილიზებულთა ცოლები და დედები, რომლებიც შაბათს, დღის მეორე ნახევარში თავდაცვის სამინისტროს შენობასთან აქციაზე შეიკრიბნენ. როგორც მოძრაობის "გზა შინისაკენ” ტელეგრამის არხი წერს, აქციის მონაწილეებს არ ეუბნებიან, თუ სად არიან დაკავებულები.
აქცია დაემთხვა რუსეთში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყების მეორე წლისთავს. შაბათს დღის მეორე ნახევარში მობილიზებულთა ცოლები და დედები მივიდნენ თავდაცვის სამინისტროს შენობასთან. ისინი მოითხოვდნენ შეხვედრას თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელოუსოვთან, ასევე ნათესავთა დემობილიზაციას და მათ სახლში დაბრუნებას. აქციის მონაწილეები შენობაში ღამის გათევა გადაწყვიტეს, რადგან მათთან სამხედრო უწყების არც ერთი წარმომადგენელი არ გავიდა.
აქციაზე მივიდნენ პროსამთავრობო აქტივისტები და პროვოკატორები, რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს დამსწრე საზოგადოებას. ASTRA-ს ცნობით, უცნობმა ადამიანებმა მობილიზებულთა ცოლებს მოუწოდეს "სახლში წასულიყვნენ და ელოცათ." როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, სავარაუდოდ, ესენი იყვნენ პროსამთავრობო მოძრაობა "მოხალისე ასეულის" აქტივისტები.
პოლიციამ აქციის დაწყებამდე დააკავა გამოცემა
სოტა ვიჟენის“ (SOTAvision) ორი ჟურნალისტი, რომლებიც აქციის გაშუქებას აპირებდნენ. ისინი პოლიციის განყოფილებიდან გაფრთხილების შემდეგ გაათავისუფლეს.
2022 წლის 21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა უკრაინის ტერიტორიაზევე ომის გასაგრძელებლად .
მობილიზაციის პერიოდში მნიშვნელოვნად გამკაცრდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ბრძოლაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში.
ასევე ნახეთ რუსეთი ზრდის სამხედროთა რაოდენობას შეიარაღებულ ძალებში ასევე ნახეთ რუსების 49%-ი მხარს დაუჭერდა უკრაინიდან ჯარების გაყვანას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს-კვლევა