მეთიუ მილერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ საქართველოს ბოდიშის მოხდა არ სჭირდება რუსეთის მხრიდან შეჭრის გამო, რამეთუ რუსეთი არის აგრესორი, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
"მე არ მგონია, რომ საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება რუსეთის მიერ შეჭრის გამო, ისევე როგორც საქართველოს ბოდიშის მოხდა არ სჭირდება იმ ფაქტის გამო, რომ რუსეთი აგრძელებს მისი ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას. რუსეთი იყო აგრესორი, როდესაც შეიჭრა საქართველოში, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებში. უკრაინა ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია", - თქვა მეთიუ მილერმა.
ასევე ნახეთ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ სამხედროთა ოჯახები ივანიშვილის ბოდიშის მზადყოფნას ეხმაურებიან ასევე ნახეთ „დაღუპული გმირები შეურაცხყო“ - პარლამენტის წინ ივანიშვილის განცხადება გააპროტესტესბიძინა ივანიშვილმა გორში 14 სექტემბერს მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".