რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

ყოფილი უკრაინელი ტყვეები გაცვლის შემდეგ. 13 სექტემბერი, 2024.

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს ფორმულით „103 103-ზე“. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

ყველა რუსი სამხედრო ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფება, მათ საჭირო დახმარება აღმოუჩინეს და მისცეს ნათესავებთან დაკავშირების საშუალება, ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდნილი სამხედროები.

უკრაინას დღევანდელ გაცვლაზე ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი.

გაცვლა განხორციელდა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით.

რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის შესახებ უკანასკნელად იტყობინებოდნენ პარასკევს, 13 სექტემბერს.

ასევე ნახეთ უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილ რუს სამხედროებს შინ ტელეფონით დარეკვა აეკრძალათ

რუსეთში 49 პატიმარი დაბრუნდა, მათ შორის წვევამდელები კურსკის ოლქიდან. უკრაინამ დააბრუნა 49 ადამიანი, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, პოლიციისა და უკრაინის სასაზღვრო ძალების სამხედრო პერსონალი, ასევე ლენიე უმეროვა, ყირიმელი თათარი ქალი, რომელიც 2022 წლის ბოლოს დააკავეს რუსეთში და ჯაშუშობაში დაადანაშაულეს.