აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 10 სექტემბერს თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია მუშაობს უკრაინისთვის გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე დაწესებული აკრძალვის მოხსნაზე, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში.
კითხვას, მოახდენს თუ არა აშშ ამგვარ ცვლილებას, ბაიდენმა უპასუხა, რომ მისი ადმინისტრაცია "ახლა მუშაობს ამაზე".
აშშ ყოყმანით ეკიდება მის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების საკითხს რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე, კონფლიქტის ესკალაციის შესახებ შეშფოთების გამო.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირაში დასავლეთის ქვეყნებს ამ შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა - გერმანიაში თავშეყრილ სამხედრო და თავდაცვის სფეროების ლიდერებს ზელენსკიმ უთხრა, რომ მათ მისი ქვეყანა არ უნდა შეზღუდონ კრემლის ძალებთან ბრძოლაში.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ ამ შეზღუდვის მოხსნა თვისებრივად არ შეცვლის ომში ვითარებას.
ასევე ნახეთ ოსტინი: აშშ-ის იარაღის შორეულ სამიზნეებზე გამოყენება უკრაინას არ მოუტანს გადამწყვეტ ცვლილებებს