2023 წელს მსოფლიოში ბუნების 196 დამცველი მოკლეს

ბუნების დაცვის აქტივისტების აქცია "დედამიწის დღეს" სეულში: მათ პლასტმასის ნარჩენები შეაგროვეს და დედამიწის მოდელთან ერთად დაყარეს. 22 აპრილი, 2024 წელი. 2023 წელს მსოფლიოში Global Witness-ის თანახმად, 196 ეკოაქტივისტი იქნა მოკლული

2023 წელს მსოფლიოში მოკლეს სულ მცირე, 196 ეკოაქტივისტი, ბუნების დაცვისათვის მებრძოლი.

ამის შესახებ ნათქვამია, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Global Witness-ის წლიურ ანგარიშში.

აღრიცხული მკვლელობების 70% მოდის კოლუმბიაზე, სადაც 79 პირი მოკლეს. კოლუმბიას მოჰყვება ბრაზილია, მექსიკა და ჰონდურასი.

ახალი მონაცემების ჩათვლით, 2012 წლიდან შარშანდლამდე, სულ მოვსვლოდი მოკლულია 2016 ბუნების დამცველი. 2023 წლის მონაცემებით, რომელიც Global Witness-ის ანგარიშშია მოყვანილი, მსხვერპლის 43% არიან მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლები, რომელთა მიწებზე აქტიურობენ წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიები.

ანგარიშში განხილულია ეკოლოგიური აქტივისტების დევნის შემთხვევები აშშ-ში, ევროპის სახელმწიფოებში, ასევე ბრიტანეთში, სადაც კანონს სულ უფრო ხშირად იყენებენ ბუნების დამცველების წინააღმდეგ, ხოლო სულ უფრო ხშირად გამოაქვთ მკაცრი განაჩენები მათთვის, ვინც ბუნების დაცვისთვის გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. Global Witness-ის ხელთ არსებული მონაცემები ნაწილია ეკოაქტივისტების საქმიანობის კრიმინალიზაციის შემაშფოთებელი ტენდენციისა.

მართალია, კვლავაც რთულია მკვლელობისა და კონკრეტული კორპორაციული ინტერესების პირდაპირი კავშირის დადგენა, Global Witness-ის თანახმად, 2023 წელს სამთამადნო სფეროშია მკვლელობის ყველაზე მეტი შემთხვევა აღნუსხული. 25 ბუნების დამცველი იქნა მოკლული სამთამადნო სამუშაოებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. სხვა სფეროებში, მეთევზეობაში აღნუსხულია ეკოაქტივისტების მკვლელობის ხუთი შემთხვევა, ხე-ტყის დამზადებაში ასევე ხუთი, აგრობიზნესის სფეროში - ოთხი, გზებისა და ინფრასტრუქტურის საქმეში ოთხი და ჰიდროენერგეტიკის სფეროში - 2.

Global Witness-ი მოუწოდებს ყველა ქვეყნის მთავრობებს და ბიზნესს შექმნან უსაფრთხო გარემო ეკოლოგიური პროტესტისთვის და უზრუნველყონ მათი უფლებების დაცვა.

ასევე ნახეთ ჯგუფმა „გავიგუდე“ გამაფრთხილებელი აქცია გამართა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან
ასევე ნახეთ ბუნების დამცველებმა მწვანედ შეღებეს წყალი ვენეციის არხებში