Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნების დამცველებმა მწვანედ შეღებეს წყალი ვენეციის არხებში

ეს არის აქტივისტების პროტესტი კლიმატის საერთაშორისო კონფერენციის, COP28-ის წინააღმდეგ. კონფერენცია დუბაიში მიმდინარეობს. Extinction Rebellion-ის წევრები თვლიან, რომ შეთანხმებები, რომლებზეც დუბაიში მსჯელობენ, არასაკმარისია და თვით კონფერენცია კორუმპირებულია.

ბუნების დამცველთა მოძრაობა Extinction Rebellion-ის ("ამბოხება მოსპობის წინააღმდეგ") აქტივისტებმა იტალიის ქალაქ ვენეციის არხებში წყალი მწვანედ შეღებეს.

მსგავსი აქცია მოეწყო იტალიის სხვა ქალაქებში: რომში, მილანსა და ტურინში.

ეს არის აქტივისტების პროტესტი კლიმატის საერთაშორისო კონფერენციის, COP28-ის წინააღმდეგ. კონფერენცია დუბაიში მიმდინარეობს. Extinction Rebellion-ის წევრები თვლიან, რომ შეთანხმებები, რომლებზეც დუბაიში მსჯელობენ, არასაკმარისია და თვით კონფერენცია კორუმპირებულია.

აქციის მონაწილეებმა წყალში ჩაუშვეს სამრეწველო საღებავი, რომელიც, მათი თქმით, არ არის გარემოსთვის მავნე. მათვე რიალტოს ხიდზე გადმოკიდეს პლაკატი წარწერით: "სანამ COP28-ზე მთავრობები თანხმდებიან, ჩვენ ბეწვზე ვკიდივართ“. ინციდენტის გამო შეჩერდა წყლის ტრანსპორტის მოძრაობა ვენეციის დიდ არხში.

ქალაქის მერმა ლუიჯი ბრუნიარომ დაგმო აქცია და მის ინიციატორებს უწოდა „ეკოვანდალები და არა ეკოაქტივისტები“.

Extinction Rebellion-ი ჰავის დაცვას ცდილობს. ამისთვის, მათი აზრით, საჭიროა წიაღისეულ საწვავზე უარის თქმა და ატმოსფეროში „სასათბურე გაზების“ გამოყოფის შემცირება.

COP28 დუბაიში გაეროს ეგიდით 30-დან 12 დეკემბრამდე მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ 134 ქვეყნის წარმომადგენლები.

Extinction Rebellion-ის აქტივისტები სამიტს კორუმპირებულობაში სდებენ ბრალს, რადგან მისი ბევრი მონაწილე, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროები, წიაღისეული ენერგომატარებლების მოპოვებით დიდ მოგებას ნახულობენ და არ არიან დაინტერესებული, სრული უარი თქვან მასზე.

XS
SM
MD
LG