ისრაელელმა ჯარისკაცებმა ამერიკელი ქალი მოკლეს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, იუწყებიან თვითმხილველები

ისრაელის ჯარისკაცები პალესტინელი ლტოლვილების ბანაკში, ისრაელის მიერ ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. 2024 წლის 28 აგვისტო. თვითმხილველების თანახმად, 6 სექტემბერს რეგიონში საპროტესტო აქციის დროს ისრაელელმა ჯარისკაცებმა აშშ-ის მოქალაქე მოკლეს.

ისრაელელმა ჯარისკაცებმა ამერიკელი ქალი მოკლეს პალესტინელთა ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე საპროტესტო აქციის დროს.

ინციდენტი მოხდა 6 სექტემბერს. თვითმხილველების თქმით, ქალს ჯარისკაცებმა ესროლეს იმ დროს, როცა ის მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა - მას მერე, რაც შეტაკების შემდეგ ვითარება დამშვიდებული იყო.

ორმა პალესტინელმა ექიმმა განაცხადა, რომ აისენურ ეზგი ეიგის ტყვია თავში მოარტყეს.

აშშ-ის მთავრობამ დაადასტურა თავისი მოქალაქის, ეიგის სიკვდილი, მაგრამ არ იტყობინება, რომ ეიგი, რომელიც თურქეთის მოქალაქეც იყო, ისრაელის სამხედროებმა მოკლეს.

AP-ის ცნობით, თეთრმა სახლმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა აშშ-ის მოქალაქის მოკვლის გამო და ისრაელს მომხდარის გამოძიებისკენ მოუწოდა.

ასევე ნახეთ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დიდი ოპერაცია დაიწყეს