გაერო გაფრთხილებით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარება „კატასტროფულს მიღმაა“

პალესტინელი ბავშვები საკვებით ხელში რაფაში, სამხრეთ ღაზაში. 19 მაისი, 2024 წელი. გაეროს თანახმად, იქ ჰუმანიტარული ვითარება "კატასტროფულს მიღმაა"

ღაზას სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა "კატასტროფულს მიღმაა", - გაფრთხილება გამოთქვა გაერომ 5 სექტემბერს. მილიონზე მეტ ადამიანს არ მიუღია საკვები ულუფა აგვისტოში ღაზის სამხრეთსა და ცენტრალურ არეალში ჰუმანიტარული გზით, განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა. ”მიუხედავად ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევებისა, გაერო და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციები აგრძელებენ ყველაფრის გაკეთებას, რათა სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო დახმარება აღმოვუჩინოთ პალესტინელებს - თქვა მან.

ზედიზედ მეორე თვეა, რაც ღაზის ეს მოსახლეობა მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის არასაკმარის სურსათს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღაზას ცენტრალურ და სამხრეთ არეალებში ხალხი საკვების მხოლოდ ერთ ამანათს მიიღებს, ნათქვამია dpa-ს ცნობაში.

7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) თავდასხმის შემდეგ, რასაც 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელის არმიამ წამოიწყო ფართო სახმელეთო და საჰაერო ოპერაცია პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, რის შედეგადაც მთლიანად განადგურდა ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი შენობები, სკოლები და საავადმყოფოები, მოსახლეობას შეუწყდა ან შეფერხებით მიეწოდება სურსათი. დაღუპულთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა.

ასევე ნახეთ ბაიდენი: ნეთანიაჰუ საკმარისს არ აკეთებს მძევლების გასათავისუფლებელი შეთანხმების მისაღწევად
ასევე ნახეთ Sky News: ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ახალი დერეფანი შექმნა