აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ ახლოსაა საბოლოო წინადადების წარდგენასთან იმ შეთანხმებისთვის, რომლითაც უნდა გათავისუფლდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მიერ ღაზაში მძევლად აყვანილი პირები - თუმცა, ბაიდენის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ საკარისს არ აკეთებს ამ შეთანხმების მისაღწევად.
ბაიდენის განცხადებამდე, გასულ შაბათ-კვირას ისრაელის ძალებმა ღაზის ერთ-ერთ გვირებში მიაგნეს ექვსი მძევლის - მათ შორის 23 წლის ამერიკელი ისრაელელის, ჰერში გოლდბერგ-პოლინის - ცხედრებს. ისრაელის არმიის განცხადებით, მძევლები ჰამასის ექსტრემისტებმა ახლახან დახოცეს.
კითხვას, გეგმავს თუ არა ამ კვირაში წარუდგინოს მძევლების შესახებ საბოლოო შეთანხმება ორივე მხარეს, ბაიდენმა უპასუხა - "ამასთან ძალიან ახლოს ვართ".
ფორუმი