რუსეთში კორუფციის ბრალდებით დააკავეს თავდაცვის სფეროს კიდევ ერთი წარმომადგენელი

ანდრეი ბელოუსოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 2 სექტემბერს გამოაცხადა, რომ 20 მილონი რუბლის ($224,000) ქრთამად აღების ეჭვის საფუძველზე დაკავებულია ლენინგრადის სამხედრო ოლქის მეთაურის მიადგილე.

გამომძიებელთა ვერსიით, გენერალ-მაიორი ვალერი მუმინჯანოვი რამდენიმე კომპანიას დაეხმარა არმიის სამოსით მომარაგების კონტრაქტების მოპოვებაში, თანხის მიღების სანაცვლოდ.

რუსეთში კორუფციის ბრალდებით არმიის და თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე ოფიციალური პირი დააპატიმრეს მას მერე, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მაისში თავდაცვის მინისტრობიდან გაათავისუფლა თავისი ახლო მოკავშირე, სერგეი შოიგუ, და მის ადგილზე დანიშნა ყოფილი ვიცეპრემიერი, ანდრეი ბელოუსოვი.

ასევე ნახეთ რუსეთმა შექმნა ჯარების სამი ახალი დაჯგუფება - „ბელგოროდი“, „ბრიანსკი“ და „კურსკი“